ჩვენს შესახებ

შპს "სთრიმლაინ სუპერვიჟენ" (SLS) არის ქართული ზედამხედველობითი და წარმომადგენლობითი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მიწისზედა მომსახურებების მხარდაჭერას, ჩარტერულ ფრენებს, გაყიდვებს და წარმომადგენლობას და VIP სერვისებს საქართველოს აეროპორტებში.

ეს კომპანია დაარსდა 2018 წლის ივლისში ადამიანების მიერ, რომლებიც მრავალი წელია მოღვაწეობენ აეროპორტსა და სამოგზაურო სფეროში. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (ICAO კოდი: UGTBIATA კოდი: TBS) და დარეგისტრირებულია ქართული კანონმდებლობის მიხედვით.

„SLS“ ის თითოეული თანამშრომელი გახლავთ კარგად მომზადებული, გათვითცნობიერებული და გამოცდილი პროფესიონალი მგზავრთა და ბარგის გადაზიდვების, ფრენების ოპერირების, კეთერინგის, რემპის მომსახურების, რეისისწინა და რეისისშემდგომი ადმინისტრირების და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების (რეისის დაგვიანება, გადადება და ა.შ) საკითხებში.

ჩვენი კომპანია „SLS“ 100 პროცენტით იცავს იმ ავია კომპანიის ინტერესს, რომელსაც ის წარმოადგენს და უზრუნველყოფს მისი რეისების შეუფერხებელ და მაღალი ხარისხის მომსახურებას. კომპანიის თანამშრომლები (წარმომადგენლები) ფლობენ საქართველოს ეროპორტების საშვებს და გავლილი აქვთ უსაფრთხოების და აეროპორტის ბაქანზე შესვლის/ქცევის ავტორიზაცია.

ჩვენი მიზანია თბილისისბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, ასევე კავკასიის რეგიონში, ჩვენს პარტნიორებს და კლიენტებს გავუწიოთ ხარისხიანი სერვისი ავიაციის სფეროში

გაიცანით ჩვენი კომპანია. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.